გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
გავუფრთხილდეთ სასმელ წყალს
პედაგოგი
მარინე დვალიძე
საგანი
ბუნება
კლასი/საფეხური
II კლასი/დაწყებითი საფეხური
მოსწავლეთა რაოდენობა/პროფილი
5 მოსწავლე/სსსმ მოსწავლე კლასში არ მყავს
გაკვეთილის მიზანი
სასმელი და არასასმელი წყლის შეპირისპირებითი დახასიათება. საკუთარი მოვალეობისა და როლის განსაზღვრა წყლის გაფრთხილებასთან დაკავშირებით
წინარე ცოდნა
წყალი ბუნებაში
მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები

მოსწავლემ შეძლოს გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა/ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება
საკლასო მენეჯმენტი
1.შესავალი საუბარი/მოსწავლეებს შევახსენებ წინა გაკვეთილის თემას-წყალს .დღეს კი ვისაუბრებთ მის თვისებებსა და საჭიროებებზე. ვიცით რომ წყალი სიცოცხლისა და არსებობისათვის აუცილებელია, ამიტომ გავუფრთხილდეთ წყალს-ეს იგივეა გავუფრთხილდეთ !სიცოცხლეს.
როგორც ვიცით, ადამიანები ბევრ წყალს მოვიხმართ,  როგორც  სასმელად, ისე ყოველდღიურ საქმიანობაში-როგორ ფიქრობთ, რა მოხდება წყალი რომ გამოილიოს? საკმარისია წყლის რაოდენობა თუ არა? ამ კითხვაზე სასაუბროდ მოსწავლეებს დავყოფ წყვილებად. მათ ორი წუთის განმავლობაში  უნდა იფიქრონ, იმსჯელონ და წარმოადგინონ უწყლო გარემო. მოსწავლეებს მივცემ საშუალებას, გამოთქვან თავისი მოსაზრებები ( 8-10 წუთი.)
2.მუშაობა ჯგუფებში-დიაგრამის შევსება
   მოსწავლეების პასუხებში შეიძლება გაიჟღეროს აზრმა, რომ  თუკი დედამიწაზე ხმელეთზე მეტი ფართობი წყალს  უჭირავს , მაშ რატომ უნდა გვეშინოდეს წყლის გამოლევის? - ერთხელ თუ მაინც უნებლიედ გადაგიყლაპავთ ზღვის წყალი? როგორი გემო აქვს? სასმელად გამოდგება? რატომ? მოსწავლეებს დაფაზე დავუხაზავ ვენის დიაგრამას   მოსწავლეებმა უნდა იფიქრონ
კითხვაზე -„რას ნიშნავს სასმელი წყალი და რით განსხვავდება იგი ზღვის წყლისაგან?“
და შეავსონ ვენის დიაგრამა. დიაგრამის  მარჯვენა მხარეს აწერია- ზღვის წყალი. (შეივსება ზღვის წყლის მახასიათებლებით).   მარცხენა მხარეს -სასმელი წყალი ( შეივსება სასმელი წყლის მახასიათებლებით). / შუა არეში კი უნდა ჩაწერონ ის ,რაც მათ საერთო აქვთ.
პრეზენტაციის შემდეგ  წარვმართავ დისკუსიას შემდეგი კითხვების გამოყენებით: 
-თქვენი აზრით, როგორ მოიპოვება ის წყალი, რომელსაც სასმელად ვიყენებთ ?
-რა  გზას  გაივლის იგი ჩვენს ონკანში მოსვლამდე?
-სასმელი წყალიც ზღვის წყალივით ულევია?
მოსწავლეებს ვესაუბრები რომ თუ ოკეანეში უამრავი წყალია, სამაგიეროდ, სასმელი წყლის მარაგი თანდათან იკლებს და ამაში ბრალი ყველაზე მეტად ადამიანებს  მიუძღვით.
მოსწავლეებს დავუსვამ კითხვას: -თქვენი აზრით, რა არის სასმელი წყლის მარაგის შემცირების მიზეზი?    ( 8-10 წუთი).
3.საკლასო საუბარი
მოსწავლეებს შევახსენებ თუ რა საფრთხეს უქმნის დაბინძურებული   გარემო სიცოცხლეს. ადამიანებისთვის განსაკუთრებით საგანგაშოა წყლის დაბინძურება.
საუბარს წარვმართავ შემდეგი კითხვების საშუალებით:
   -როგორ ფიქრობთ, როგორ ხდება წყლის დანაგვიანება?
  -სად ჩაედინება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული წყალი?
  -მხოლოდ ადამიანებისთვისაა დანაგვიანებული წყალი საშიში?
  -არის თუ არა წყალზე ზრუნვა თქვენი მოვალეობა? რა შეგიძლია ამისათვის გააკეთო?  ( 8-10 წუთი)
  4.    მუშაობა რვეულში
  მოსწავლეებს ვთხოვ გადაშალონ რვეულები და დამოუკიდებლად იმუშაონ 1-2 სავარჯიშოზე.  მე-3 სავარჯიშო შეასრულონ შინ. (8-10 წუთი)
  5.გაკვეთილის შეჯამება
  მოკლედ შევაჯამებ ამ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას, მოსწავლეებს დავავალებ ჩაატარონ გამოკვლევა სასმელი წყლის ხარჯვასთან დაკავშირებით. ამისათვის მათ უნდა ნახონ წყლის ონკანების მდგომარეობა სახლში, თუ  რომელიმედან წვეთავს წყალი ერთი ღამით შეუდგან   მას  ქილა და თვითონვე გამოიტანონ დასკვნა, ვუფრთხილდებით  თუ არა სასმელ წყალს.(4-5 წუთი)
რესურსები
მასწავლებლის წიგნი ,თაბახის ფურცლები, დაფა, ცარცი, მოსწავლის წიგნი, ფერადი ფანქრები, კალამი.
შეფასება
მიმდინარე განმავითარებელი.

1 comment:

  1. მომწონს მარინეს გეგმა.

    ReplyDelete